ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ორი სამხედროს ძიების პროცესი გრძელდება


ავღანეთში ამერიკის სამხედრო ძალების მეთაურების განცხადებით, მიმდინარეობს ორი ამერიკელი მეზღვაურის ინტენსიური ძიების პროცესი, ორივე ქაბულის სამხრეთ ნაწილიდან პარასკევს გაუჩინარდა. გაერთიანებული შტაბების მათაურმა ადმირალ მაიკ მალენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაკარგულთაგან ერთი მოკლულია, ხოლო მეორე ტყვედ არის ჩავარდნილი.

თავის მხრივ თალიბთა სპიკერის განცხადებით, სამხედროები მეამბოხეთა კონტროლირებად ტერიტორიაზე შევიდნენ. შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად კი ერთი დაიღუპა.

ასოშეიტედ პრესის განცხადებით, თალიბები თავიანთი ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ დაღუპული ცხედარის სანაცვლოდ. აშშ-ი კი თავის მხრივ 20 ათას დოლარს სთვაზობს მათ, ვინც რაიმე ინფორმაციას მიაწვდის დატყვევებული სამხედროს შესახებ.

XS
SM
MD
LG