დღეს პაკისტანს ამერიკის გაერთიანებული შტატების მეთაური, ადმირალი მაიკლ მალენი ეწვია. მის ვიზიტს პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში ამერიკული უპილოტო საფრებნი აპარატის მიერ იერიშის განხორციელება დაემთხვა, რომლის შედეგადაც 16 მეამბოხე იქნა მოკლული.
ადმირალი მალენი პაკისტანის არმიის სარდალს აშაფაქ კაიანის შეხვდა. კაიანის ახლახან კიდევ სამი წლით გაუგრძელეს თანამდებობაზე დარჩენის ვადა, რაც ექსპერტების აზრით იმის ნიშანია, რომ პაკისტანი მეამბოხეებთან ბრძოლის ტაქტიკის შეცვლას არ გეგმავს.
პაკისტანში ჩაასვლამდე ადმირალი მალენი ინდოეთში იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ იარაღი, რომელსაც ამერიკა პაკისტანს აძლევს, ალ-ყაიდასთან და მასთან დაკავშირებულ ჯგუფებთან საბრძოლად გამოსაყენებლად.