ავღანეთის ოფიციალურმა პირებმა დღეს დაადასტურეს, რომ კვირას საღამოს, თალიბმა ტყვემ დაცვის, სულ ცოტა, 8 წევრი მოკლა. მან ავტომატური იარაღი პოლიციელს წაართვა და სამხრეთ ზაბულის პროვინციაში მდებარე ციხეში დაცვას ცეცხლი გაუხსნა.
ადგილობრივი პოლიციის ოფიცერმა "ამერიკის ხმას" ანონიმურობის დაცვის პირობით უთხრა, რომ ინციდენტი საკვირაო ლოცვის დროს მოხდა და პოლიციელების უმეტესი ნაწილი ამ დროს შეუიარაღებელი იყო. საპასუხო სროლა ორშაბათს დილამდე გაგრძელდა. ჯერჯერობით უცნობია, ცოცხალია თუ არა თავდამსხმელი.
Facebook Forum