ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქებები ავღანეთში: დაღუპულია 26 ადამიანი


დღეს, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებას, ავღანეთის ნანგარარის პროვინციაში სულ ცოტა, 25 ადამიანი შეეწირა. ოფიციალური წყაროების მიხედვით, დაშავებულია 60-მდე ადამიანი.

ადგილობრივი მთავრობის პრესსპიკერმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ აფეთქება შედარებით ნაკლებად დასახლებულ სოფელ მოჰმანდ დარაში მოხდა. თუმცა, ის ასევე ამბობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება.

თალიბანი აცხადებს, რომ მას ამ იერიშთან საერთო არაფერი აქვს. ტერორისტულმა დაჯგუფებამ პასუხისმგებლობა არც რამდენიმე საათით ადრე, ჯალალაბადში მომხდარ თავდასხმაზე აიღო. ნანგარარის აფეთქებამდე, ჯალალაბადის სამ სკოლაში მომხდარ აფეთქებებში ერთი ბავშვი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

XS
SM
MD
LG