ავტობუსის მგზავრების დიდი ნაწილი, რომელიც ავღანეთის ჩრდილოეთში თალიბმა მეამბოხეებმა მძევლად აიყვანეს, რამდენიმე თემის უხუცესების შუამავლობის შემდეგ გაათავისუფლეს. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამბოხებულებს 12 ადამიანი ჯერ ისევ დატყვევებული ჰყავთ.
თალიბანმა კუნდუზის პროვინციაში ორშაბათ გამთენიას სამი ავტობუსი გაიტაცა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ამ ავტობუსებით დაახლოებით 170 ადამიანი მგზავრობდა. ავტობუსები ტახარის პროვინციიდან ქაბულისკენ მიემართებოდნენ.
კვირას ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ სამთვიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამოაცხადა, იმ შემთხვევაში თუ თალიბანი მას დათანხმდებოდა. წყაროების ინფორმაციით, თალიბანი ცეცხლის შეყვეტას ოფიციალურად არ გამოაცხადებს, თუმცა რელიგიურ ფესტივალთან დაკავშირებით დაჯგუფება საკუთარ მეთაურებს უბრძანებს ცეცხლი ოთხი დღით შეწყვიტონ.
Facebook Forum