ნანგარარის პროვინციაში სამშაბათს მომხდარ აფეთქებაში, დაღუპულთა რიცხვმა 68-ს მიაღწია. თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქება შედარებით ნაკლებად დასახლებულ სოფელ მოჰმანდ დარაში მაშინ მოხდა, როცა მოსახლეობა საპროტესტო აქციას აწყობდა. ისინი ადგილობრივი პოლიციის შეფის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.
ადგილობრივი ოფიციალური წყაროების მიხედვით, პირველად ინფორმაციასთან შედარებით, გაზრდილია დაჭრილთა რაოდენობაც და 165-ს აღწევს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას აუღია.
Facebook Forum