ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამიდ კარზაი - ავღანეთი თავის სუვერენიტეტს დაიცავს


ჰამიდ კარზაი - ავღანეთი თავის სუვერენიტეტს დაიცავს
ჰამიდ კარზაი - ავღანეთი თავის სუვერენიტეტს დაიცავს

ავღანელთა ტრადიციულ სახალხო ყრილობაზე “ლოია ჯირგაზე” გამოსვლისას ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ ავღანეთი თავის სუვერენიტეტს დაიცავს.

ამისთვის საჭიროა ღამის რეიდების შეწყვეტა და შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება. მისი თქმით:“ავღანეთი შეერთებულ შტატებს სამხედრო ბაზებს დაუთმობს თავის ტერიტორიაზე, მაგრამ ვაშინგტონი არ უნდა ჩაერიოს ავღანეთის საშინაო საქმეებში.“

ქაბულში მოღვაწე ანალიტიკური ჯგუფის ექსპერტის გრენ ჰეივუდის განცხადებით: “ჯერ ჯერობით არ არის გარკვეული ავღნეთის მთავრობის გეგმები. ისინი შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას გეგმავენ და პაკისტანთან სამშვიდობო პროცესის დაწყება სურთ.“

ჰამიდ კარზაის განცხადებით ავღანეთი ამერიკასთან ერთად სტრატეგიულ თანამშრომლობას გააგრძელებს ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, ავსტრალიასა და ევროკავშირთან.

XS
SM
MD
LG