ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ტერაქტმა ფრანგი ჯარისკაცები იმსხვერპლა


საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა 2014 წლის ნაცვლად ამ წლის ბოლომდე გადაწყვიტა.

ავღანეთში ქალის ბურკაში გადაცმულმა ტერორისტმა ფრანგი ჯარისკაცების ჯგუფში აიფეთქა თავი. ამ ტერაქტის შედეგად 4 ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა და 5 დაიჭრა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის პრეს-სამსახურის განცხადებით, სამი დაჭრილი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.

თავდასხმა კაპისას პროვინციაში მოხდა, სადაც ნატოს ჯარების ფრანგული კონტიგენტი მსახურობს. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს.

საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა 2014 წლის ნაცვლად, ამ წლის ბოლომდე გადაწყვიტა. დღეს ავღანეთში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც ნატოს ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG