ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, თალიბი მეამბოხეების მიერ საერთაშორისო ძალების სატვირთო ავტოკოლონაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 7 ადგილობრივი გუშაგი დაიღუპა.
თავდასხმის შედეგად ასევე 9 სატვირთო მანქანა განადგურდა. თავდასხმაზე თალიბანს პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღია, მაგრამ ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ნატოს სატვირთო ტრანსპორტზე თავდასხმები თალიბი მეამბოხეების საბრძოლო ტაქტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს ავღანეთში მიმდინარე 10 წლიანი ომის განმავლობაში.
მომხდართან დაკავშირებით, ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ, სპეციალურად შექმნილ ჯგუფს ინციდენტის დროული გამოძიება დაავალა.