ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეკლამების მწარმოებლებსა და სოციალურ ქსელებს შორის შეთანხმება შედგა


რამდენიმე თვის შემდეგ, რეკლამის მწარმოებლებსა და სოციალური მედიის პლატფორმებს შორის შეთანხმება შედგა. "ფეისბუქი", "იუთუბი" და "ტვიტერი" შეთანხმდნენ გზებზე, რომლის საფუძველზეც ამ სამ წამყვან პლატფორმაზე სიძულვილის ენის შემცველი შინაარსის მასალების აღება მოხდება.

შეთანხმების დადებას დაახლოებით 3 თვე დასჭირდა. რეკლამის მწარმოებლებს ყველაზე მეტი პრეტენზია სოციალურ ქსელ "ფეისბუქთან" ქონდათ, რომელსაც მწარმოებლები სიძულვილის ენისადმი ტოლერანტულობაში ადანაშაულებდნენ. ბრალდებებისა და ბოიკოტის გამო, ფეისბუქზე რეკლამების რაოდენობა შემცირდა, რადგან დიდი კომპანიები უარს აცხადებდნენ სოციალურ ქსელთან თანამშრომლობაზე. მხოლოდ ამერიკაში ასეთი მსხვილი კომპანიების რაოდენობა 100-ს აღემატებოდა.

გლობალური ბოიკოტი facebook-ის წინააღმდეგ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:35 0:00

ბოიკოტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკაში პოლიციელთა ქმედებას ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა და ამერიკის 40-ზე მეტ ქალაქში ანტირასისტული გამოსვლები დაიწყო. რეკლამის მწარმოებლები სოციალური მედიებისგან ითხოვდნენ უფრო მეტი რეგულაცია შემოეღოთ, რათა მათი პლატფორმებიდან მომხდარიყო სიძულვილის ენის შემცველი, ანტირასისტული და ანტიჰომოფობიური შინაარსის მასალების წაშლა.

სოციალური მედიის პლატფორმებმა რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, შეცვალეს წესები და როგორც ამბობენ, უფრო მეტად ახერხებენ ებრძოლონ ყალბ და სიძულვილის ენის შემცველ მასალებს.

გარიგებით, რომელიც სამ უმსხვილეს სოციალური მედია პლატფორმასა და რეკლამების მწარმოებელ კომპანიას შორის შედგა, განისაზღვრა ზოგადი განმარტებები თუ რა შინაარსის მატარებელი მასალა უნდა იქნეს აღებული პლატფორმებიდან. ახლა უკვე გიგანტი სოციალური ქსელები მიიღებენ შესაბამის რეგულაციებს და ჩაუშვებენ წარმოებაში.

აღსანიშნავია, რომ დიდი გარიგება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ 6 კვირით ადრე შედგა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG