ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფეისბუქი და ტვიტერი რუსული ტროლების ქარხნის წინააღმდეგ


„ფეისბუქი“ აცხადებს, რომ რუსულ „ტროლების ქარხანასთან“ დაკავშირებული ფეისბუქის ანგარიშები და გვერდების მცირე ქსელი წაშალა. „ტროლების ქარხანა, ე.წ. რუსული ინტერნეტ კვლევის სააგენტო, 2016 წლის არჩევნების შემდეგ,სოციალური მედიის გამოყენებით აშშ-ში პოლიტიკური უთანხმოების დათესავას ცდილობს.

იგივე კავშირების მქონე, ხუთი ანგარიში შეაჩერა „ტვიტერმაც“. კომპანია აცხადებს, რომ რუსეთთან დაკავშირებული ეს ანგარიშები „დაბალი ხარისხისა და სპამის ხასიათის“ იყო. მათზე გამოხმაურება და რეაქციები კი ერთეულებს არ სცდებოდა.

შექმნილი ანგარიშების უკან მდგომი ადამიანებმა აიყვანეს ე.წ. „უნებლიე“ ფრილანსერი ჟურნალისტები. მათ ფეისბუქ პოსტები ინგლისურ და არაბულ ენებზე უნდა ეწერათ, რომელიც ძირითადად მემარცხენე შეხედულებების მქონე აუდიტორიაზე იყო მიმართული. „ფეისბუქის“ ინფორმაციით, ქსელის საქმიანობა ფოკუსირებუკლი იყო აშშ-ზე, ბრიტანეთზე, ალჟირზე, ასევე, სხვა ინგლისურენოვან ქვეყნებზე, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში.

კომპანია აცხადებს, რომ ქსელების გამოძიება გამოძიების ფედერალური ბიუროდან მიღებული ინფორმაციის საფუიძველზე დაიწყო. ქსელი განვითარების ახალ ეტაპზე იყო და ფეისბუქიდან მის წაშლამდე, ჩართულობა ფაქტობრივად არ ჰქონია. ქსელი 13 ანგარიშსა და 2 გვერდს აერთიანებდა.

„ფეისბუქი“ ამბობს, რომ ქსელის უკან მყოფი ადამიანები, გლობალური მოვლენების შესახებ წერდნენ, მათ შორისა თემაბი - რასობრივი საკითხები აშშ-სა ბრიტანეთში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, „QAnon” კონსპირაციის თეორია, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანია. ქსელმა, ფეისბუქზე რეკლამების განსათავსებლად, დაახლოებით $480 დახარჯა.

სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში, გამოძიების ფედერალური ბიურო წერდა, რომ „ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატოიული პროცესების უკეთ დასაცავად“, სოციალური მედიის პლატფორმებს ინფორმაცია გაუზიარეს.

„იმასთან ერთად, რომ ტექნოლოგიური კომპანიები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას, თავიანთი პლატფორმის შინაარსისა და მათი წევრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, გამოძიების ფედერალური ბიური აქტიურადაა ჩართული ჩვენს ფედერალურ პარტნიორებთან ერთად, საარჩევნო კომისის ოფიციალურ პირებთან და კერძო სექტორთან ერთად, ეროვნული და არჩევნების უსაფრთხოების წინააღმდეგ მომდინარე საფრთხეების შესარბილებლად.“ - ნათქვამი აგანცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG