ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის პრემიერი- შევთანხმდით, რომ ოლიმპიური თამაშები უნდა გადაიდოს


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ტომას ბახმა თანხმობა განაცხადა ტოკიოს ოლიმპიადის გადადებაზე ერთი წლით. კორონავირუსის გამო ოლიმპიადა 2021 წელს ჩატარდება, თქვა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ.

აბეს თქმით, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ბახთან და მას თამაშების გადადება სთხოვა "ამჟამად მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებითა" და ათლეტების უსაფრთხოების მიზნით. მან ასევე თქვა, რომ ის იმედოვნებდა ოლიმპიური თამაშების განრიგის შეცვლას, როგორც კაცობრიობის გამარჯვების სიმბოლოს პანდემიაზე.

იაპონიის პრემიერის თქმით, ის ელოდება, რომ პანდემია მომავალ წელს აღარ იქნება და ოლიმპიური თამაშები, ყველაზე გვიან, 2021 წლის ზაფხულში ჩატარდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG