აშშ-ის დაზვერვის ოფიციალური პირების განცხადებით, თეირანი, პრეზიდენტობის კანდიდატობის დროს, მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კამპანიის ჰაკერულ მახეში გაბმას ცდილობდა.
დაზვერვის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ირანელი კიბერთავდამსხმელები, არა მხოლოდ დონალდ ტრამპის კამპანიისგან მოპარული ინფორმაციის მედიაში გაჟონვას ცდილობდნენ, არამედ ასევე ცდილობდნენ, ეს ინფორმაცია მიეწოდებინათ ბაიდენის კამპანიისთვის, იმ იმედით, რომ პრეზიდენტ ბაიდენის გუნდი მათ გამოყენებას შეეცდებოდა.
„ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში, ირანელმა კიბერაქტორებმა, გაუგზავნეს წერილები პირებს, რომლებიც იმ დროს დაკავშირებული იყვნენ პრეზიდენტ ბაიდენის ხელახლა არჩევის კამპანიასთან, რომელიც შეიცავდა ამონარიდებს, ყოფილი პრზიდენტის, ტრამპისგან მოპარული საიდუმლო მასალებისგან“, - ნათქვამია გამოძიების ფედერალური ბიუროს, ეროვნული დაზვერვის, ასევე კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის ოფისის განცხადებაში.
„ამჟამად არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიმღებებმა უპასუხეს“, - ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ირანელი ჰაკერები აგრძელებენ მოპარული ინფორმაციის მიწოდებას აშშ-ს მედიაორგანიზაციებისთვის.
„FBI თვალყურს ადევნებდა ამ აქტივობას, იყო კონტაქტში მსხვერპლებთან, გააგრძელებს გამოძიებას და ინფორმაციის შეგროვებას, რათა დაედევნოს და ხელი შეუშალოს საფრთხის პასუხისმგებელ პირებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამ თვის დასაწყისში, აშშ-ის დაზვერვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თეირანი „მეტ ძალისხმევას მიმართავს, ვიდრე წარსულში, რათა გავლენა მოახდინოს წლევანდელ არჩევნებზე“.
გაეროში ირანის მისიას ჯერ არ უპასუხა კომენტარისთვის „ამერიკის ხმის“ მოთხოვნაზე. მან ადრე უარყო მონაწილეობა აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობებში.
„ამერიკის ხმიისთვის“ გამოგზავნილ წერილში, ტრამპის კამპანიის პრეს-მდივანმა, კაროლინ ლევიტმა, დამადასტურებელი მტკიცებულებების გარეშე თქვა, რომ ჰარისმა და ბაიდენმა შესაძლოა ირანელებისგან მოპოვებული ჰაკერული მასალები გამოიყენეს, ტრამპის კამპანიის დაზიანების მცდელობისთვის.
ჰარისის კამპანიამ „ამერიკის ხმას“ ელფოსტით უთხრა, რომ თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან მას შემდეგ, რაც მათ შეიტყვეს ირანის საქმიანობის შესახებ. „ჩვენთვის ცნობილი არ არის რაიმე მასალის პირდაპირ კამპანიისთვის გაგზავნის შესახებ“, - თქვა კამპანიის სპიკერმა მორგან ფინკელშტეინმა.