ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის საარჩევნო კომისია "მტრული სუბიექტების" ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა


ბრიტანეთის საარჩევნო კომისიის სამშაბათს გაკეთებული განცხადების თანახმად, კომისია „მტრული სუბიექტების“ სამიზნე გახდა. კიბერ-თავდასხმისას, ჰაკერები შიდა ელექტრონულ ფოსტაზე და ამომრჩეველთა მონაცემების ასლებზე წვდომის მოპოვებას ცდილობდნენ.

საარჩევნო კომისიამ, დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ, რომელიც არჩევნებს აკვირდება და პოლიტიკურ ფინანსებს მეთვალყურეობს განაცხადა, რომ ინციდენტი გასულ წელს გამოაშკარავდა.

ორგანიზაციამ მტრული სუბიექტების შესახებ დამატებითი დეტალები არ გამოაქვეყნა, მაგრამ განაცხადა, რომ ინციდენტმა აჩვენა რომ ბრიტანეთის დემოკრატიული ინსტიტუტები ჰაკერების სამიზნედ რჩება. მათ ჰქონდათ წვდომა სერვერებზე, რომლებიც ელექტრონულ ფოსტას, კონტროლის სისტემებს და საარჩევნო სიების ასლებს შეიცავდა.

კომისიამ ასევე თქვა, რომ სიების მონაცემთა დიდი წილი, მათ შორის 2014-2022 წლებში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა სახელები და მისამართები და ასევე უცხოეთში მყოფ ამომრჩეველთა სახელები, უკვე საჯარო იყო.

კომისიის ცნობით ჰაკერებმა სისტემებში პირველად 2021 წელს შეაღწიეს და ინციდენტი პირველად 2022 წლის ოქტომბერში გამოაშკარავდა.

ბრიტანეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ინციდენტის შესახებ შეატყობინეს და ის გამოძიებას ატარებს.

XS
SM
MD
LG