ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპ-ჰარისის დებატები 10 სექტემბერს გაიმართება


შეერთებული შტატების საპრეზიდენტო ნომინანტებმა დებატების თარიღზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. ტელედებატები დემოკრატთა კანდიდატ, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და რესპუბლიკელთა კანდიდატ, ამერიკის 45-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის, 10 სექტემბერს გაიმართება.

გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ტელეკომპანიამ "ეი-ბი-სი" (ABC) 8 აგვისტოს, საღამოს გააკეთა. დებატები პირდაპირი ეთერით 10 სექტემბერს, სწორედ მათ ტელეარხზე გაიმართება. "ეი-ბი-სი" ასევე აცხადებს, რომ სურს, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის კიდევ ერთი დებატები ჩატარდეს და ამ საკითხზე მოლაპარაკებას ორივე ნომინანტის საარჩევნო კამპანიასთან აწარმოებს.

ტრამპს დებატების გამართვა 4 სექტემბერს ტელეკომპანია "ფოქსზე" სურდა, თუმცა ჰარისი ამ წინადადებას არ დათანხმდა. ბოლო პრესკონფერენციაზე ტრამპმა თქვა, რომ დებატები ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებთანაც იგეგმება. მისი განცხადებით, ოჰაიოს რესპუბლიკელ სენატორ ჯეი დი ვენსსა და მინესოტის დემოკრატ გუბერნატორ ტიმ უოლცს შორის დებატებს ტელეკომპანია "სი-ბი-ესი" (CBS) უმასპინძლებს.

ჰარისსა და ტრამპს შორის დებატებს ბევრი დიდი ინტერესით ელოდება. წინასწარ ცნობილია, რომ მას მილიონობით ამომრჩეველი უყურებს, იმის მიუხედავად, რომ ზოგს არჩევანი მათ შორის წინასწარ უკვე გაკეთებული შეიძლება ჰქონდეს. გამოკითხვების მიხედვით, ორ კანდიდატს შორის ახლა მწვავე კონკურენციაა, ზოგიერთი მათგანის თანახმად, მინიმალური უპირატესობა კამალა ჰარისს აქვს.

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:11:17 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG