ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა სანქციების სიაში კიდევ 28 ბელარუსი შეიყვანა


ევროკავშირმა სანქციების სიაში 28 ბელორუსი შეიყვანა, იქ „მუდმივ შიდა რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაში“ მათი როლის გამო. სიები „მოიცავს სასამართლო ხელისუფლების სხვადასხვა წევრს, კერძოდ, პროკურორებს და მოსამართლეებსს, რომლებმაც გამოიტანეს პოლიტიკურად მოტივირებული სასჯელი, მათ შორის, მოქალაქეების მიმართ, რომლებიც აპროტესტებდნენ 2020 წლის გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ან რომლებიც უბრალოდ გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს“, ავტორიტარული მმართველის ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭომ 5 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში თქვა.

სიაში ასევე მოხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის დეპარტამენტის უფროსის ორი მოადგილე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ბელორუსში "პოლიტიკურ დევნაზე, აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების თვითნებური და უკანონო დაპატიმრებებსა და არასათანადო მოპყრობაზე, მათ შორის წამებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

უფლებადამცველი ჯგუფები ამბობენ, რომ ათობით ათასი ბელორუსი „პოლიტიკური რეპრესიების“ სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, რომელიც დასავლეთისა და ოპოზიციის პოლიტიკოსების თქმით, გაყალბდა.

ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, უარი თქვა ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე, რომლის ლიდერები დააპატიმრეს ან ქვეყნის დატოვება აიძულეს.

ბრიუსელმა თავის განცხადებაში თქვა, რომ ლუკაშენკოს „დიდი ხნის მხარდამჭერების“ ჯგუფი, რომლებმაც „სარგებელი მიიღეს“ რეჟიმისგან, ასევე არის სამიზნე სანქციების უახლესი რაუნდის, რომელიც ვრცელდება 261 ფიზიკურ პირზე და 37 სუბიექტზე.

სიაში არიან უმსხვილესი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, ბელორუსის ტელეგრაფის (BelTA) გენერალური დირექტორი ირინა აკულოვიჩი, ასევე ყოფილი დირექტორი დმიტრი ჟუკი და სენატის სატელევიზიო გადაცემის წამყვანი და ბელორუსის ეროვნული ასამბლეის ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარე მიკიტა რაჩილოუსკი.

„რეჟიმის ეს პროპაგანდისტები ნებით აწვდიდნენ ბელორუსის საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას, სახელმწიფო ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიების შესახებ. ავრცელებდნენ დეზინფორმაციას როგორც ბელარუსის, ისე რუსეთის ხელისუფლების შესახებ და ხელს უწყობდნენ სიძულვილს დემოკრატიული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.

სანქციების სიაში მოხვედრილ პირებს ევროკავშირში უყინავენ აქტივებს, ხოლო ბლოკის მოქალაქეებსა და კომპანიებს მათთან თანამშრომლობა ეკრძალებათ. ფიზიკურ პირებზე ასევე ვრცელდება მოგზაურობის აკრძალვა, რაც არ აძლევთ მათ ევროკავშირში შესვლის ან ტრანზიტის შესაძლებლობას.

XS
SM
MD
LG