ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დელი და მოსკოვი ვაჭრობის ზრდას და სტრატეგიული კავშირების გაღრმავებას ადასტურებენ


ინდოეთმა და რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მტკიცე მეგობრობა და განიხილეს სავაჭრო და სტრატეგიული კავშირების გაღრმავება ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის მოსკოვში ვიზიტის დროს.

ჯაიშანკარმა 27 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ "მიაღწია პროგრესს" ვაჭრობაში, რომელიც ახლა 50 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

”ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის ის, რისი პოტენციალიც მხოლოდ ახლა იწყება,” - თქვა მან.

ინდოეთი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორი გახდა. ქვეყანამ რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი გაზარდა და ამით უგულვებელყო დასავლური სანქციები, რომლებიც 2022 წელს პუტინის რუსეთს უკრაინაში დაწყებული ომის გამო დაუწესდა.

დელიმ თავიდანვე ნეიტრალური პოზიცია დაიკავა უკრაინის ომთან დაკავშირებით და მოსკოვთან კავშირები, ათწლეულების მანძილზე ძველ მოკავშირესთან მეგობრობის მოტივით შეინარჩუნა.

რუსული მთავრობის მიერ კონტროლირებული სააგენტო "ტასი" იტყობინება, რომ ჯაიშანკართან შეხვედრაზე პუტინა განაცხადა, რომ ვაჭრობა რუსეთსა და ინდოეთს შორის ზედიზედ მეორე წელია იზრდება, განსაკუთრებით - ნედლი ნავთობისა და მაღალტექნოლოგიური სფეროების მიმართულებით.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოსკოვში ვიზიტის დროს, "ტასის" ცნობით, პუტინმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდიც მიიწვია რუსეთის დედაქალაქში პირისპირ შესახვედრად. „ჩვენ შევძლებთ განვიხილოთ ყველა აქტუალური საკითხი, ვისაუბროთ რუსეთ-ინდოეთის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივაზე“,- განაცხადა მან.

XS
SM
MD
LG