ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანმა ორი ფრანგი დიპლომატი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა „მათ დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი ქცევის გამო“, ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში. ფრანგ დიპლომატებს ბაქომ ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცა.

სამინისტრომ განაცხადა, რომ საფრანგეთის ელჩი საჩივრისთვის გამოსაცხადებლად დაიბარა. ოფიციალურ ბაქოს ინციდენტთან დაკავშირებული დეტალები არ გაუმჟღავნებია.

რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოავლინა ფრანგული ჯაშუშური ქსელი, რომლის საქმიანობაც ვრცელდებოდა სამხრეთ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, უკრაინასა და მოლდოვაში.

XS
SM
MD
LG