ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ილჰამ ალიევი ენტონი ბლინკენს სომხეთის მხარდაჭერისთვის აკრიტიკებს


ოფიციალური ბაქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და ამერიკის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც ალიევის ოფისი იტყობინება, პრეზიდენტმა ბლინკენს განუცხადა, რომ ამერიკის მხარდაჭერა სომხეთისადმი საფრთხეში აყენებს აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობას.

ორ ქვეყანას შედარებით თბილი ურთიერთობა ჰქონდა მანამ, სანამ აზერბაიჯანულმა ძალებმა სექტემბერში მთიან ყარაბაღზე სამხედრო შეტევა გაანხორციელეს და ეთნიკურად სომხებით დასახლებული ტერიტორია, რომელიც 1991 წლიდან სომხების კონტროლქვეშ იყო, თუმცა აზერბაიჯანს ეკუთვნის, დაიბრუნეს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სომხეთს დიპლომატიური მხარდაჭერა გამოუცხადა. ასევე ერევნაში ვიზიტით ჩავიდნენ ამერიკელი ოფიციალური პირები.

სომხური ყარაბაღის დასასრული
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:08:59 0:00

ალიევის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ალიევმა ბლინკენს განუმარტა, რომ "ამერიკის მიერ გაკეთებული განცხადება და ქმედებები სერიოზულად აზიანებენ აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობებს".

განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ ბაქოში დაიმახსოვრეს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ობრაიენის კომენტარიც იმასთან დაკავშირებით, რომ ყარაბაღის სამხედრო ოპერაციის შემდეგ "შეუძლებელია საქმეები ძველებურად წავიდეს" ამერიკასა და აზერბაიჯანს შორის.

თუმცა, იმავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ალიევი და ბლინკენი შეთანხმდნენ, რომ საჭიროა ურთიერთობების ნორმალიზება ორ ქვეყანას შორის და რომ ობრაიენი მალე ეწვევა ბაქოს. გავრცელდა ინფორმაცია იმაზეც, რომ ვაშინგტონი მოხსნის შეზღუდვას, რომელიც აზერბაიჯანის მაღალი თანამდებობის პირებს უკრძალავადა ამერიკაში ვიზიტებს.

XS
SM
MD
LG