ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მძღოლების პროტესტი გრძელდება


უკრაინის სატვირთო მძღოლების პროფკავშირმა პარასკევს განაცხადა, რომ კიევი პოლონეთში ჩარჩენილი გადამზიდველების ევაკუაციისთვის ემზადაბა, რადგან პოლონეთსა და უკრაინას შორის სატვირთო მანქანებთან დაკავშირებული დავის გადაჭრის იმედები ქრება.

ცივი ამინდის გამო, ორი უკრაინელი მძღოლი დაიღუპა. ათასობით სატვირთო მანქანა, დღეების განმავლობაში, პოლონეთ-უკრაინის საზღვარზეა გაჩერებული.

„გულწრფელად რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტს ვესაუბრებით მათ, მით უფრო ნაკლები იმედი გვაქვს“, - თქვა ლეონიდ კოსტიუჩენკომ, უკრაინის საერთაშორისო გადამზიდავების ასოციაციის პრეზიდენტმა, უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

პოლონელი სატვირთო მანქანების მძღოლები აცხადებენ, რომ უკრაინული გადაზიდვის კომპანიები მათ არათანაბარ კონკურენტულ გარემოს უქმნიან, რადგან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ტვირთის გადაზიდვას დაბალ ფასებში აწარმოებენ და მხოლოდ უკრაინაში არ დადიან.

პოლონელმა მძღოლებმა ბლოკადა 6 ნოემბერს დაიწყეს. ისინი უკრაინელი მძღოლების პოლონეთში ნებართვის გარეშე გადაადგილებას აპროტესტებდნენ. ეკონომისტები აცხადებენ, რომ თუ პროტესტი კვირების განმავლობაში გაგრძელდება, ის მძიმე შედეგებს მოიტანს, შეაფერხებს ვაჭრობას, რაც უკრაინის ისედაც მყიფე ეკონომიკას დააზიანებს.

XS
SM
MD
LG