ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუს მოზარდს ჯარში გასაწვევ პუნქტებზე "მოლოტოვის კოქტეილების" სროლისთვის 6 წელი მიუსაჯეს


რუსულმა სასამართლომ 17 წლის მოზარდს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მოზარდი ჯარში გასაწვევ ორ პუნქტში ცეცხლის გაჩენის მცდელობის გამო დასაჯეს, რაც უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის ომის პროტესტის ნიშნად გააკეთა.

ეგორ ბალაზეიკინი თებერვალში დააპატიმრეს და ბრალად, კიროვსკში და სანკტ-პეტერბურგში, ჯარში გასაწვევ ცენტრებზე „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა დასდეს.

ბალაზეიკინმა თქვა, რომ მის ქმედებებზე ძლიერი გავლენა იქონია ბიძის სიკვდილმა, რომელიც უკრაინაში საბრძოლველად მოხალისედ წავიდა.

პროკურორმა თქვა, რომ ბალაზეიკინს არ შეეძლო ბიძის სიკვდილის ფაქტს „ამოფარებოდა“, მაგრამ მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიცემული აღიარება, სასჯელის შეფარდებისას გაითვალისწინეს.

XS
SM
MD
LG