ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვის დარჩება "ამადეა" - აშშ რუსი ოლიგარქის სუპერიახტის კონფისკაციას გეგმავს


ამერიკის შეერთებული შტატები, ფიჯის მიერ, რუსი ოლიგარქისთვის ჩამორთმეული 300 მილიონი დოლარის ღირებულების იახტის კონფისკაციას ცდილობს. სუპერიახტა მილიარდერ სულეიმან კერიმოვს ეკუთვნის და მის წინააღმდეგ ამერიკას სანქციები აქვვს დაწესებული.

"ამადეა" 106 მეტრი სიგრძის სუპერიახტაა, რომელიც ამერიკის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე, 2022 წლის მაისში დააკავეს. ეს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ამერიკის მიერ, ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შემდეგ მოხდა.

ორშაბათს მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში დაიწყო იმ სარჩელის განხილვა, რაც სავარაუდოდ, ხანგრძლივ სამართლებრივ პროცესში გადაიზრდება. ამერიკა იახტაზე მფლობელობის მოპოვებას ცდილობს. "ამადეა" ახლა სან დიეგოშია გაჩერებულლი და შემდეგ, სავარაუდოდ, უკრაინის დასახმარებლად აუქციონზე გაიყიდება.

გასულ წელს, "დაკავებული იახტის" შესახებ ფიჯის სასამართლომ გადაწყვეტა, რომ კუნძულოვან სახელმწიფოს, თავის წყლებში მდგომი, რუსულ საკუთრებაში არსებული სუპერიახტის შენახვა და მოვლა ძვირი უჯდებოდა და ის ამერიკულ მხარეს გადასცა.

გამოცემა "ფორბსის" თანახმად, კერიმოივისა და მისი ოჯახის ქონება, დაახლოებით, 10.7 მილლიარდ დოოლარადაა შეფასებული. მისი სიმდიდრის უდიდესი ნაწილი ოქროს მწარმოებელ რუსულლ კომპანია "პოლიუსში" კუთვნილ წილს უკავშირდება. კერიმოვს ამერიკის ხაზინამ სანქციები 2014 და 2018 წლებში დაუწესა, უკრაინასა და სირიაში რუსეთის ქმედებებთან კავშირის გამო. სანქციების შედეგად, კერიმოვს ამერიკულ ფინანსურ სისტემებთან წვდომაც შეეზღუდა. "პოლიუსი" კი 2023 წლის მაისში დასანქცირდა. კომპანია სანქციებს "უსაფუძვლოდ" მიიჩნევს.

ორშაბათს გამოქვეყნებული სარჩელის თანახმად, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ კერიმოვმა "ამადეა" 2021 წელს შეიძინა და ამით ამერიკის სანქციები დაარღვია, ამერიკის ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით 1 მილლიონი დოლარის ოდენობით იახტის მოვლასთან დაკავშირებული თანხები მიიღო. იახტის მფლობელებს სასამართლოში საკუთარი პოზიციების დაცვის საშუალება მიეცემათ.

შეერთებული შტატები აქამდეც ამტკიცებდა, რომ „Amadea“ კერიმოვის სარგებლობით მფლობელობაშია, თუმცა დაცვის გუნდის წარმომადგენლები ამას უარყოფდნენ. ისინი სასამართლოს არწმუნებდნენ, რომ იახტა სხვა რუს ოლიგარქს - ედუარდ ხუდაინატოვს ეკუთვნოდა, რომელიც სანქციბის სამიზნე არ ყოფილა. თუმცა, ამერიკული მხარის სარჩელში ის ნახსენები არაა.

XS
SM
MD
LG