ბოლო ორი წლის განმავლობაში, 20 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ რუსების რაოდენობა, ვინც აცხადებს, რომ ხელფასი მათ ძირითად ხარჯებს არ ფარავს. "ჰედჰანტერის" მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამცაჩვენა, რომ უკრაინაში ომის დასაფინანსებლად, მოსკოვი რეკორდული რაოდენობის რესურსს იყენებს, ეს კი მოსახლეობაზე ახდენს გავლენას.
ოქტომბერში ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც თითქმის 5,000 ადამიანი მონაწილეობდა, ხაზი გაუსვა რუსეთის ეკონომიკურ პრობლემებს. ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ ამან, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებას პრობლემები შეუქმნას მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როცა პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, ორ ათწლეულზე მეტით გაიხანგრძლივებს ძალაუფლებას.
წელს, რუსეთში, ასევე დაფიქსირდა რეკორდულად დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელი. ეს კი ადასტურებს რუსეთში მუშახელის მკვეთრ დეფიციტს, ხოლო რუბლის სისუსტეს დაემატა ინტენსიური ინფლაციაც. მოსალოდნელია, რომ საპროცენტო განაკვეთები, რომლებიც ქვეყანაში უკვე 13%-ია, კიდევ უფრო გაიზრდება.
კითხვაზე, საკმარისია თუ არა მათი ხელფასი ძირითადი ხარჯების დასაფარად, მეორე სამუშაოს, ან ინვესტიციების შემოსავლის გათვალისწინების გარეშე, გამოკითხული ყოველი ხუთი რუსიდან, დადებითად მხოლოდ ერთმა უპასუხა.
„დიახ, გაჭირვებით“, - უპასუხა გამოკითხულთა 36%-მა, ხოლო 45%-მა განაცხადა, რომ მათი ხელფასი არასაკმარისია აუცილებელი საიჭიროებების დასაფარად.