რა საფრთხეს შეიცავს ანაკლიის პორტის ჩინეთისთვის გადაცემა?
საქართველოს მთავრობა ისევ არ ამხელს, რომელ კომპანიებს სურთ, ანაკლიის პორტის აშენება. დახურული კონკურსის მეორე ეტაპზე, ჩინურ-სინგაპურული და შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანიები გავიდნენ. ექსპერტების შეფასებით, დიდი რისკის შემცველია, როგორც პორტის საპენსიო ფონდიდან დაფინანსება, ისე ჩინეთისთვის გადაცემა