ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანელთა უმეტესობა შოლცის საქმიანობით უკმაყოფილოა


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

18 აგვისტოს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გერმანელთა უმრავლესობა უკმაყოფილოა კანცლერ ოლაფ შოლცის ხელმძღვანელობით, განსაკუთრებით - ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიმართულებით. ეს პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც 2021 წელს მან კანცლერის თანამდებობა დაიკავა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ZDF-ის სახელით ჩატარებული გამოკითხვის მონაწილეთა 51%-მა განაცხადა, რომ ისინი არ არიან კმაყოფილი ქვეყნის მეთაურის მუშაობით. კანცლერის საქმიანობა გამოკითხულთა მხოლოდ 43%-ს აკმაყოფილებს. რესპოდენტთა 6% ამბობს, რომ აზრი ჩამოყალიბებული არ აქვს.

ამ ყოველივეს დამატებითი დაძაბულობა შეაქვს გერმანიის სათავეში მყოფი სამი პარტიისგან შემდგარი კოალიციის მუშაობაში, რომელსაც შოლცი ხელმძღვანელობს.

ოთხშაბათს, შოლცის მთავრობამ ვერ მიიღო კანონი კორპორატიული საგადასახადო შეღავათების თაობაზე, რომელიც მილიარდობით ევროს ღირებულების უნდა ყოფილიყო. კანონპროექტს ვეტო დაადო მმართველი კოალიციის წევრმა, მწვანეთა პარტიის ლიდერმა, რომელიც ცდილობს მილიარდობით ევრო ბავშვებისთვის გათვალისწინებული საშეღავათო პროგრამებისთვის მოიპოვოს.

აღნიშნული კვლევის შედეგების მიუხედავად, შოლცი გერმანიაში მეორე ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად რჩება. პირველ ადგილზე უკვე თვეებია გერმანელებს თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ჰყავთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG