ამერიკის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ უკანონოა მარიხუანის მომხმარებელთა წინააღმდეგ იმ კანონის გამოყენება, რომლის თანახმადაც, არალეგალური ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებს ცეცხლსასროლი იარაღის ქონას უკრძალავდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურია თუკი ის მარიხუანის მომხმარებლების წინააღმდეგ გამოიყენება. იარაღთან დაკავშირებული უფლებები გასულ წელს ამერიკის უზენაესმა სასამართლომ გააფართოვა.
სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ ნიუ-ორლეანის სააპელაციო სასამართლოში დაასკვნა, რომ ფედერალურმა კანონმა დაარღვია მისისიპის მცხოვრები მოქალაქის უფლება "ჰქონოდა და ეტარებინა იარაღი", რაც კონსტიტუციის მეორე შესწორებით დაცული უფლებაა.
პატრიკ დენიელსი შესაბამისი კანონით მას შემდეგ გაასამართლეს, რაც სამართალდამცავმა პისტოლეტი და ნახევრად ავტომატური შაშხანა მის ავტომობილში მარიხუანის ნამწვავებთან ერთად იპოვა.
ნარკოტიკული საშუალებების თაობაზე მომუშავე შესაბამის სააგენტოს ეჭვმიტანილისთვის ამ საშუალებების გამოყენების დასადგენად ტესტი არ ჩაუტარებია. თუმცა, დენიელსმა თქვა, რომ ის ზოგჯერ ეწეოდა მარიხუანას. ფედერალური კანონი კი ამას კრძალავს.
დენიელსს 4 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, 2022 წლის ივნისში უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონსტიტუციის მეორე შესწორებით გარანტირებული უფლება იარაღის თაობაზე მოქალაქეს საშუალებას აძლევს ატაროს იარაღი საჯარო სივრცეში თავდაცვის მიზნით.