ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი: რუსი ტერორისტები განზრახ უტევენ მარცვლეულის შეთანხმების ინფრასტრუქტურას


უკრაინის პრეზიდენტმა, რუსეთი ოდესის პორტში მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე „განზრახ“ თავდასხმაში დაადანაშაულა.

„რუსმა ტერორისტებმა, განზრახ ამოიღეს სამიზნეში მარცვლეულის შეთანხმების ინფრასტრუქტურა. ყოველი რუსული რაკეტა არს დარტყმა არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ მსოფლიოში ყველაზე, ვისაც ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრება სურს“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ოდესის რაიონზე ღამით განხორციელებული თავდასხმა, ომის დაწყების შემდეგ, „ყველაზე მასობრივი იყო", - უთხრეს „რადიო თავისუფლებას“ რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაციაში. ამასთან, სხვა ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს „ჯოჯოხეთური ღამე“ იყო.

მოსკოვი აცხადებს, რომ ოდესაში იერიში მიიტანა ობიექტებზე, სადაც იმ ტიპის დრონები მზადდება, რომლითაც, რუსეთის მტკიცებით, უკრაინა ყირიმის ხიდს დაესხა თავს.

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გაშვებული, ირანული წარმოების 23 დრონი და 14 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო, რომლებიც ძირითადად ოდესასა და მის შემოგარენზე იყო მიმართული.

გასულ ღამეს, რუსული დრონების სამიზნე იყო კიევიც. ინფორმაცია ამის შესახებ დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი პოპკომ გაავრცელა. მისივე თქმით, საჰაერო თავდაცვამ, დედაქალაქისკენ გასროლილი ყველა რუსული რაკეტა გაანადგურა. არ გავრცელებულა ცნობები დაშვებულებისა და ზიანის შესახებ.

ამის პარალელურად, 19 ივლისსვე, რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში, მასობრივი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად, მასობრივი ევაკუაცია გახდა საჭირო, რამაც მაგისტრალების ჩაკეტვა გამოიწვია. ოკუპირებულ ყირიმში, მოსკოვის მიერ დანიშნული გუბერნატორი, სერგეი აქსიონოვი აცხადებს, რომ სამხედრო საწვრთნელ ბაზასთან მომხდარი აფეთქების შედეგად, 2000 ადამიანის ევაკუაცია გახდა აუცილებელი.

აქსიონოვს ხანძრის გამომწვევ მიზეზებსა და პოტენციურ მსხვერპლთა შესახებ არ უსაუბრია, მაგრამ „ტელეგრამის“ არხებზე, რომლებიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან და უკრაინულ მედიასთანაა დაკავშირებული, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ღამით უკრაინის საჰაერო თავდასხმის შემდეგ, ბაზაზე საბრძოლო მასალის საცავი აფეთქდა.

XS
SM
MD
LG