ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკის სურს, რომ მარცვლეულის შეთანხმება რუსეთის ჩართულობის გარეშე გაგრძელდეს


მას შემდეგ, რაც რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების სახელწოდებით ცნობილ შეთანხმებაზე უარი განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ეს შეთანხმება რუსეთის გარეშე მაინც უნდა გაგრძელდეს. შეთანხმება რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან მარცვლეულის ექსპორტის დაშვებას გულისმხობს. შეთანხმებას რუსეთმა და უკრაინამ გასულ წელს, თურქეთისა და გაეროს ჩართულობით მიაღწიეს.

ზელენსკიმ თქვა, რომ გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან საუბრის შემდეგ, შეუძლია თქვას, რომ გაერო და უკრაინა იმუშავებენ "პასუხიმსგებლიან ქვეყნებთან ერთად, საკვების უსაფრთხოების და შავი ზღვის გავლით, სურსათის მიწოდების გზებზე".

თავის ყოველდღიურ მიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ შავი ზღვის ინიციატივა, რომელიც რუსეთმა 17 ივლისს დატოვა, შესაძლოა მოსკოვის ჩართულობის გარეშეც გაგრძელდეს და რომ ეს იქნება შანსი აჩვენონ მოსკოვს, რომ მათი "შანტაჟი" ვერ განსაზღვრას იმას, ვის ექნება საკმარისი საკვები მსოფლიოს მასშტაბით და ვის არა.

უკრაინის მთავრობაში ამბობენ, რომ ისინი მზად არიან ამ შეთანხმებაში მონაწილეობა რუსეთის გარეშეც მიიღონ და რომ კონკრეტული კომპანიები, რომლებიც შესაბამის გემებს ფლობენ, მზად არიან ექსპორტში მონაწილეობს გასაგრძელებლად.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, ნიუ-იორკში ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ, დაგმო რუსეთის გაადწყვეტილება და თქვა, რომ მარცვლეულის შეთანხმება "უმნიშვნელოვანესია" გლობალურად საკვებზე ფასების მომატებისგან თავის ასაცილებლად.

"უკრაინა და ამერიკა გააერთიანებენ ძალებს და ეცდებიან, რომ მარცვლეულის ექსპორტი ნამდვილად მოხდეს აფრიკაში, აზიასა და მის ფარგლებს იქითაც",- დაწერა "ტვიტერზე" კულებამ.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ ასევე მწვავედ გააკრიტიკა მოსკოვი მიღებული გადაწყვეტილებისთვის და თქვა, რომ ეს "მილიონობით მოწყვლად ადამიანს დააზიანებს მსოფლიოს მასშტაბით".

რუსეთმა შეთანხმებაში მონაწილეობა, მისი ვადის გასვლასთან ერთად, 17 ივლისს შეაჩერა და უარი თქვა შეთანხმების გაგრძელებაზე. თუმცა, შეთანხმების მომლაპარაკებლები, მათ შორის თურქეთი, იმედოვნებენ, რომ კრემლი პოზიციას შეიცვლის.

XS
SM
MD
LG