ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ამბობს, რომ დასავლეთთან დიალოგის არხები უნდა შენარჩუნდეს


კრემლის განცხადებით, "ძალიან კარგად იცის", რომ ნატო და შეერთებული შტატები უკრაინას სადაზვვერვო ინფორმაციას აწვდის, მაგრამ აცხადებს, რომ ეს არაა საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ დასავლეთთან დიპლომატიური კავშირი გაწყდეს.

კრემლის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ეს განცხადება ორშაბათს ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთისა და მის მიერ უკანონოდ ანექსირებული ყირიმის დამაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა.

"ყველაზე რთულ მომენტებში, ჩვენ დიალოგის არხები გვჭირდება", თქვა პესკოვმა. მის გამოსვლამდე, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა, მარია ზახაროვამ თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულა და თქვა, რომ ხიდი ბრიტანთისა და ამერიკის დახმარებით ააფეთქეს. თუმცა, ზახაროვას მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. პესკოვს ამ განცხადების თაობაზეც ჰკითხეს.

"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რამდენად სიღრმისეული თანამშრომლობა აქვთ კიევის რეჟიმთან ვაშინგტონს, ნატოს და ზოგიერთ ევროპულ დედაქალაქს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რამდენი ინფორმაცია მიდის ნატოსა და ვაშინგტონისგან კიევში გამუდმებით. ამასთან დაკავშირბული ილუზიები არ გვაქვს", - განაცხადა პესკოვმა.

უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად კონტრიერიშს აგრძელებს. შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნებისმიერი ის გზა თუ ობიექტი, რომელიც მოწინააღმდეგის შეიარაღებაში ან მოომარაგებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეა.

XS
SM
MD
LG