ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთში განმეორებით არჩევნებს სავარაუდოდ, კონსტერვატორები მოიგებენ


ყოფილი პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის პარტია, კვირას საბერძნეთში განმეორებით არჩევნებში, სავარაუდოდ წარმატებას მიაღწევს. პარტიამ 21 მაისს გამართული კენჭისყრაში, ოპონენტების წინააღმდეგ დიდი უპირატესობა მოიპოვა. არჩევნები დიდი ალბათობით, მიცოტაკისს თანამდებობაზე დააბრუნებს.

მიცოტაკისის მემარჯვენე „ახალმა დემოკრატიულმა პარტიამ“ მაისში 20 პროცენტული პუნქტით გაუსწრო მემარცხენე „სირიზას“ პარტიას, რომელიც საბერძნეთს 2015 -2019 წლებში მართავდა, მაგრამ ვერ დააგროვა საკმარისი ხმები იმისთვის, რომ კოალიციის გარეშე მოეხერხებინა მთავრობის ჩამოყალიბება. ამან არჩევნების განმეორებით ჩატარება გამოიწვია.

25 ივნისს, არჩევნები 14 ივნისს მომხდარი, მიგრანტების გემის ჩაძირვის ფონზე გაიმართება, რომლის დროსაც, სავარაუდოდ ასობით ადამიანი დაიღუპა. ეს მიგრანტთა გემის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კატასტროფაა წლების განმავლობაში. გემზე 750 ადამიანი იმყოფებოდა და ის ლიბიიდან იტალიისკენ მიემართებოდა. მომხდარი დაპირისპირებულ მხარეებს შორის დებატების მთავარ თემად იქცა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ „ახალ დემოკრატიას“ 40%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს, ხოლო „სირიზა“, რომელსაც ალექსის ციპრასი ხელმძღვანელობს, მას დაახლოებით 20%-ით ჩამორჩება. მიცოტაკისმა, რომელსაც პრემიერის თანამდებობდა 2019 წლიდან უჭირავს, თანამდებობა მოვალეობის შემსრულებელი მთავრობის სასარგებლოდ დატოვა, მაისის კენჭისყრის შემდეგ, როგორც ამას კონსტიტუცია მოითხოვდა.

ანალიტიკოსების თქმით, დაპირისპირებამ იმის შესახებ, თუ ვინ იყო დამნაშავე გემის ჩაძირვაში, სავარაუდოდ, გააძლიერა მიცოტაკისი „(დებატები) დაეხმარა "ახალ დემოკრატიას", რადგან "სირიზას" პირველი, ინსტინქტური რეაქცია იყო, ეჭვების გამოთქმა სანაპირო დაცვაზე (და მის მართვასთან დაკავშირებით)“, - თქვა აპოსტოლოს პისტოლასმა, საარჩევნო ანალიტიკოსმა.

მიცოტაკისმა, რომლის ადმინისტრაციასაც მკაცრი პოზიცია აქვს მიგრაციასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ კატასტროფაში "საწყალი ტრეფიკერები" არიან დამნაშავენი და შეაქო სანაპირო დაცვა ხალხის გადარჩენისთვის.

ციპრასმა ეჭვქვეშ დააყენა ის თუ, რატომ არ ჩაერია სანაპირო დაცვა უფრო ადრე.

მაშველებმა 104 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. საბერძნეთის სანაპირო დაცვამ თქვა, რომ მათ გემი შეამჩნიეს, თუმცა მისმა ეკიპაჟმა დახმარებაზე უარი თქვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG