ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ მზადაა "ხელი ჩამოართვას" რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
კიმმა ეს განცხადება რუსეთის ეროვნულ დღეს გააკეთა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ის "სრულად უჭერს მხარს და სოლიდარობას უცხადებს" კრემლის რეჟიმს უკრაინაში შეჭრის გამო.
"სამართლიანობა ნამდვილად გაიმარჯვებს და რუსი ხალხი განაგრძობს თავის ისტორიაში გამარჯვების დიდების მატებას", ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განცხადებაში.
კიმმა თქვა, რომ ის მზადაა "უფრო ახლო სტრატეგიული თანამშრომლობისთვის" მოსკოვთან და "მყარად ჩაჭიდებული ხელებით რუსეთის პრეზიდენტთან, ამ ორი ქვეყნის ხალხის საერთო სურვილის თანახმად, რომ შეასრულონ უდიდესი მიზანი და ააშენონ ძლევამოსილი ქვეყანა".
ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში პირველივე დღიდან უჭერს მხარს. კიმ ჩენ ინის მთავრობაში სჯერათ, რომ რუსეთი უკრაინაში დასავლეთის "ჰეგემონიურ პოლიტიკას" ებრძვის.