მიუხედავად იმისა, რომ კახოვკის წყასალაცავზე თავდასხმის შედეგად, ნაგებობამ წყლის მოცულობის, თითქმის 3/4 დაკარგა, ზაპორიჟიის ატომური სადგურის გამაგრილებლები სტაბილურ მდგომარეობაშია, ამბობს უკრაინის გარემოს დაცვის მინისტრი.
კახოვკის წყალსაცავის აფეთქებაში უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს სდებენ ბრალს. ოფიციალური კიევი ამბობს, რომ კახოვკის წყალსაცავის აფეთქება და მისი დამანგრეველი შედეგები მხოლოდ რუსეთისთვის იყო მომგებიანი.
ზაპორიჟიის ატომური სადგური ევროპაში უდიდესია. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, ატომური სადგურის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კონტროლი უკრაინამ დაკარგა და ის რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ატომურ სადგურს კახოვკის რეზერვუართან ახლოს მდებარე საკუთარი წყლის რეზერვუარები აქვს რეაქტორების გასაგრილებლად. მართალია ამჟამად რეაქტორები ენერგიას არ გამოიმუშავებს, თუმცა უსაფრთხოებისთვის საჭიროა, რომ ისინი მუდმივად გრილდებოდეს.
"რეზერვუარებში საკმარისადაა წყალი იმისთვის, რომ ატომური სადგურის საჭიროებები დაკმაყოფილდეს და სიტუაცია სტაბილური იყოს. სიტუაცია ახლა კონსტროლს ექვემდებარება", - განაცხადა უკრაინის გარემოს დაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
უკრაინელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ზაპორიჟიის ატომური სადგურის რეაქტორების გასაგრილებალად წყალი წყალსაცავისგან ცალკეა გამოყოფილი. თუმცა, მიმდინარე კვირას, გაეროს საერთაშორისო ატომური სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი ადგილზე ჩასვლას პირადად გეგმავს რათა დარწმუნდეს, რომ სიტუაცია მართლაც სტაბილურია.