ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო და უკრაინა - ალიანსი ვილნიუსის სამიტისთვის ემზადება


ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები, ოსლოში შეხვედრის დროს შეეცდებიან ალიანსში უკრაინის გაწევრიანების შესახებ პოზიციები დაახლოონ.

კიევი ნატოში გაწევრიანებას ითხოვს, გასულ წელს უკრაინამ ალიანსს ოფიციალურადაც მიმართა, თუმცა ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ომის დროს ნატოში გაწევრიანება ვერ მოხდება.

„შუაგულ ომში ნატოს წევრი გახდე დღის წესრიგში არ არის,“- ამბობს იენს სტოლტენბერგი და ამატებს, რომ „საკითხი ისაა, თუ რა ხდება ომის დასრულების შემდეგ“.

საქართველო და ნატოს ვილნიუსის სამიტი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:09:24 0:00

ივლისში, ვილნიუსის სამიტი გაიმართება, სადაც ალიანსის წევრი ქვეყნების ნაწილი უკრაინისთვის „მაპის“ მინიჭებას ითხოვს, ეს ერთგვარი სახელმძღვანელოა, რომლითაც ნატოში უკრაინის გაწევრიანების გზა განისაზღვრება.

კიევი და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა მოითხოვს, ნატომ გადადგას ნაბიჯები უკრაინის ალინასში გაწევრიანების კუთხით. სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისაა დაგეგმილი.

ნატოს ვილნიუსის სამიტი და შავი ზღვის რეგიონი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:49 0:00

„ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ვინმე შეძლებს ვილნიუსის სამიტის შედეგის ისე წაკითხვას, როგორც რუსეთის გამარჯვება, ერთ დღეს უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით,“- ამბობს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე.

ის, რომ უკრაინა ნატოს ალიანსში გაწევრიანდება, 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე ითქვა, მაშინ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ როგორც უკრაინა ასევე საქართველო ნატოს წევრები გახდებიან. მას შემდეგ ალიანსი თავს იკავებს კიევისთვის და თბილისისთვის მაპის მინიჭებაზე.

ფინეთი ნატოს წევრია
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:52 0:00

ნატოს ვილნიუსის სამიტამდე ოსლოში, 31 მაისს და 1 ივნისს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან სადაც მიმდინარე საკითხებს განიხილავენ, მათ შორის უკრაინის ნატოსთან დაახლოებაც იქნება.

მოსალოდნელია, რომ ოსლოში შეხვედრის დროს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი შვედეთის ნატოში გაწევრიანებაც იქნება, რომელიც თურქეთისა და უნგრეთის ნაბიჯებით არის შეფერხებული. ორივე ქვეყანა უარს ამბობს სტოკჰოლმის წევრობის გადაწყვეტილების რატიფიკაციაზე.

ოსლოში შვედეთისა და თურქეთის მოლაპარაკებების პროცესში პროგრესს არ ელიან, რადგან ოსლოში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩასვლას არ გეგმავს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG