ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირსკი ამბობს, რომ რუსეთი ბახმუტის აღებას 9 მაისამდე ცდილობს


რუსეთმა გააძლიერა ბახმუტის დაბომბვა იმ იმედით, რომ მას სამშაბათამდე აიღებს, განაცხადა უკრაინის სახმელეთო ძალების ხელმძღვანელმა გენერალმა ოლექსეი სირსკიმ. სირსკი ბახმუტის დაცვაზეა პასუხისმგებელი. მან პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს ამის თავიდან ასაცილებლად.

9 მაისს რუსეთი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს აღნიშნავს.

გენერალ-პოლკოვნიკმა სირსკიმ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა გააძლიერეს ქალაქის მძიმე არტილერიით დაბომბვა, იყენებენ მოწინავე აღჭურვილობას და ცდილობენ ჯარების გადაჯგუფებას.

„როიტერმა“ აღნიშნულის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ მოახერხა.

”მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების რაც შეიძლება სწრაფად მიღება და მტრის მოქმედებების პროგნოზირება”, - თქვა სირსკიმ თავის "ტელეგრამ" არხზე, ბახმუტში ფრონტის ხაზზე მისვლამდე.

„რუსებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ 9 მაისამდე აიღებენ ქალაქს. ჩვენი ამოცანაა ამის პრევენციაა“, - თქვა მან.

ქალაქისთვის ბრძოლას, სადაც ომამდე 70 000 ადამიანი ცხოვრობდა, სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ორივე მხარისთვის. 10 თვიანი სასტიკი ბრძოლის თავზე, რუსული რეგულარული ჯარების და ვაგნერის დაქირავებული ძალების წინააღმდეგ, უკრაინა კვლავ ინარჩუნებს კომტროლს ქალაქის ზოგიერთ ნაწილზე.

ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა კვირას უკან წაიღო მისი განცხადება, დაჯგუფების ბახმუტიდან გასვლის თაობაზე. სირსკიმ თქვა, რომ გაძლიერებული ბრძოლები აჩვენებს, რომ „მტერი არ აპირებს შეცვალოს გეგმები და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბახმუტზე კონტროლი მოიპოვოს და განაგრძოს შეტევითი მოქმედებები".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG