ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთი და რუსეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას განიხილავენ


საარქივო პოტო: ინდოეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, მოსკოვი.
საარქივო პოტო: ინდოეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, მოსკოვი.

ინდოეთი და რუსეთი თავისუფალი ვაჭრობის შესაებ შეთანხმებას განიხილავენ. განცხადება ამის შესახებ ორშაბათს, რუსეთის ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა. მიმომხილველების თქმით, ამ შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, ორი ქვეყნის სავაჭრო კავშირები, შესაძლოა კიდევ უფრო გაღღმავდეს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი და არაპროვოცირებული ომის პარალელურად, მოსკოვსა და ნიუ-დელის შორის ამგვარი კომერციული კავშირები განსაკუთრებით აქტიურია.

თავისუალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას წინ უსწრებდა დასავლეთის ქვეყნების მოწოდება ინდოეთის მიმართ, დანდათანობით დაშორებოდა რუსეთს, რომელიც ნიუ-დელისთის შეიარაღების მთავარი მიმწოდებელია.

ბოლო ფისკალური წლის განმავლობაში, ინდოეთში რუსეთიდან იმპორტი ოთხჯერ გაიზარდა და 46,33 მილიარდი შეადგინა, ძირითადად, ნავთობის ხარჯზე.

„ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვუდგებით ჩვენი ქვეყნების ბაზრებზე პროდუქციის ურთიერთდაშვების საკითხს. ევრაზიის ეკონომიკურ კომისიასთან ერთად, მოუთმენლად ველით ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების გააქტიურებას“ - განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა, დენის მანტუროვმა ნიუ-დელიში გამართულ ღონისძიებაზე. მანტუროვი ასევე იკავებს რუსეთის ვაჭრობის მინისტრის თანამდებობას.

მხარეებს შორის განცხადებები იმ ფონზე გაკეთდა, როცა ნიუ-დელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებში ასევე ჩართულია ბრიტანეთთან, ევროკავშირთან და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოსთან.

XS
SM
MD
LG