სამხრეთ კავკასიის თემებზე მომუშავე მედია-საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობებით, ლაჩინის კორიდორთან კვლავ შეტაკებებია. სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროები ადასტურებენ მომხდარს, თუმცა დაღუპულ ჯარისკაცთა რაოდენობა უცნობია.
ბაქო და ერევანი ერთმანეთს "პროვოკაციებში" ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ საპირისპირო მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არტილერიის გამოყენებით დაარღვია. მსხვერპლის არსებობას ორივე მხარე ადასტურებს, თუმცა დეტალების გარეშე.
სომხეთის პრო-სამთავრობო მედიის ცნობით, მოკლულია სულ მცირე 3 სომეხი და 4 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, დაშავებულია რამდენიმე. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება კი ამბობს, რომ მიღებულია "შესაბამისი საოპერაციო ზომები". სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ბრძოლა სომხური დასახლების, სოფელ ტეგის მახლობლად, სუინიკის პროვინციაში მიმდინარეობს. ეს სოფელი ლაჩინის კორიდორის შესასვლელში მდებარეობს. იმ გზასთან, რომელიც სოფლის გავლით მთიან ყარაბაღს უკავშირდება.
დაძაბულობა მხარეებს შორის რეგიონში უკვე რამდენიმე თვეა სწორედ ლაჩინის კორიდორის ირგვლივ ვითარდება. სომხური მხარე აზერბაიჯანს მისით მანიპულირებაში სდებს ბრალს, რათა მთიან ყარაბაღთან კომუნიკაცია კიდევ უფრო გართულდეს