ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სროლა მთიან ყარაბაღში - დაღუპულიას სულ ცოტა 5 ადამიანი


მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედროებს შორის კიდევ ერთი ინციდენტი დაფიქსირდა, რასაც სროლა მოჰყვა. არსებული ინფორმაციით დაღუპულია სულ მცირე 5 ადამიანი, 2 აზერბაიჯანელი და 3 სომხეთის მოქალაქე.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ცეცხლის გახსნის მიზეზი რეგიონში სომხური სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომობილების კოლონა გახდა, რომელსაც მათი ინფორმაციით შეიარაღება გადაჰქონდათ. სამინისტრო განმარტავს, რომ სროლას 2 აზერბაიჯანელის სიცოცხლე შეეწირა.

ერევანი ბრალდებებს უარყოფს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მთიან ყარაბაღში არა თუ შეიარაღება, არამედ დოკუმენტები გადაჰქონდათ. სამინისტრო განმარტავს, რომ სროლის შედეგად დაიღუპა სომხეთის 3 მოქალაქე.

ყარაბაღის კონფლიქი უკვე 30 წელია მიმდინარეობს. ეს ტერიტორია საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, როგორც აზერბაჯანის ტერიტორიად, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური სომხები არიან. ყარაბაღში ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ვითარება უკიდურესად რამდენჯერმე დაიძაბა, დაიდო სამშვიდობო შეთანხმებაც თუმცა ყოველ ჯერზე შეთანხმების დარღვევა ხდება, მხარეები კი ამაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

XS
SM
MD
LG