ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი "შეშფოთებულია" ლაჩინის კორიდორთან დაკავშირებული მოვლენებით


კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ის "შეშფოთებულია" სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული დაძაბულობით. უთანხმოება ორ მეზობელს შორის ამჯეად გზის მნიშვნელოვან მონაკვეთს უკავშირდება - ლაჩინის დერეფანს, რომელიც ერთადერთი გზაა, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აკავშირებს. სწორედ ამ გზით შედის ტერიტორიაზე სურსათი, მედიკამენტები და სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტები. იქ ამ დრომდე 120 000 სომეხი ცხოვრობს.

ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანული მხარის თქმით, აქტივისტების ჯგუფმა 12 დეკემბერს დაბლოკა. ეკო-აქტივისტებმა გზა ქალაქ შუშასთან მდებარე, რუსეთის სამშვიდობო პუნქტის მახლობლად გადაკეტეს. დემონსტრანტები რუს სამშვიდობოებს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი აზერბაიჯანელ ეკოლოგებს უფლებას არ აძლევდნენ ეკონტროლებინათ სამთო საქმიანობა აღდარაში (მარტაკერტი).

პესკოვის თქმით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და მოსკოვი განაგრძობს შუამავლის როლის შესრულებას. ამ ტერიტორიაზე 2020 წლიდან რუსი მშვიდობისმყოფელები პატრულირებენ.

აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის შეტაკებები ათწლეულების განმავლობაში მწვავდებოდა, 2020 წელს აზერბაიჯანის ძალებმა ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე კონტროლი დაამყარეს. დაპირისპირება რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით დასრულდა, რომლის თანახმადაც რეგიონში რუსი მშვიდობისმყოფელები განლაგდნენ.

სომხური მედიასაშუალებები ავრცელებენ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები 2020 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობებს არ ასრულებენ. მედიის ცნობით, ფაშინიანმა თქვა, რომ რუსული ძალები "მთიანი ყააბაღის მოსახლეობისგან დაცლის ჩუმი მოწმენი ხდებიან" და თუ მათ არ შეუძლიათ ამ მისიის შესრულება და სტაბილურობის უზრუნველყოფა, მაშინ ეს ფუნქცია გაეროს წარმომადგენლებს უნდა გადასცენ.

XS
SM
MD
LG