ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ უკრაინას დამატებით 350 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო 


რუსეთ-უკრაინის ომში ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის დახმარებას აგრძელებს. ვაშინგტონმა დღეს კიევს დამატებით 350 მილიონი დოლარი გამოუყო, რომლითაც უკრაინელი სამხედროები დამატებით შეიარაღებას მიიღებენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება დღეს, 20 მარტს გავრცელდა.

„ეს სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს უფრო მეტ საბრძოლო მასალას, ამერიკის მიერ მიწოდებული „ჰაიმარსებისთვის“ და „ჰაუბიცებისთვის“, რომლებსაც უკრაინა თავის დასაცავად იყენებს,“- ამბობს განცხადებაში ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი.

ამავე დახმარების პაკეტით უკრაინაში გაიგზავნება ამუნიცია ბრედლის ქვეითი საბრძოლო მანქანებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებისთვის და სხვა აღჭურვილობისთვის.

„მხოლოდ რუსეთს შეუძლია ომის დასრულება დღეს. სანამ რუსეთი არ გააკეთებს ამას, ჩვენ ვიქნებით ერთიანნი უკრაინის მხარდაჭერაში, რამდენ ხანსაც საჭირო იქბება,“- ამბობს სახელმწიფო მდივანი.

გადაწყვეტილებას ხელი ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე მოაწერა.

ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა. ყველაზე მეტ შეიარაღებას უკრაინა ამერიკისგან და დიდი ბრიტანეთისგან იღებს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG