ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ აფრიკა პუტინის ვიზიტის "სამართლებლივ ვალდებულებას" აცნობიერებს


სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის პრესსპიკერი, ვინსენტ მაგვენია.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის პრესსპიკერი, ვინსენტ მაგვენია.

სამხრეთ აფრიკამ იცის თავისი სამართლებლივი ვალდებულება - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტის სპიკერმა. პრეზიდენტ კირილ რამაფოსას პრესსპიკერმა ვინსენტ მაგვენიამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რამდენიმე დღის წინ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ვლადიმირ პუტინის ვიზიტი სამხრეთ აფრიკაში, აგვისტოშია მოსალოდნელი. მიმდინარე წლის ზაფხულში, სამხრეთ აფრიკა BRCS-ის სამიტს მასპინძლობს, რომელიც ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთს და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას აერთიანებს.

„ჩვენ, როგორც მთავრობა, ვაცნობიერებთ ჩვენს სამართლებრივ ვალდებულებას. თუმცა, სამიტამდე, ჩვენ დავრჩებით ჩართულობაში, სხვადასხვა დაინტერესბულ მხარეებთან“ - თქვა პრეზიდენტის სპიკერმა, ვინსენტ მაგვენიამ.

ვლადიმირ პუტინის სამხრეთ აფრიკაში ვიზიტი, ოფიციალურად დადასტურებული არ ყოფილა, თუმცა არსებობდა მოლოდინი, რომ ის 2013 წლის მსგავსად, რუსეთის პრეზიდენტი სამიტს წელსაც დაესწრება. თუმცა, ეს ვიზიტი, პრეზიდენტ რამაფოსას მთავრობას, ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერის ფონზე, რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს.

სამხრეთ აფრიკას, უკრაინაში რუსეთის ხელმწეორედ შეჭრა და სრულმასშტაბიანი ომის წამოწყება არ დაუგმია. „ჩვენ ვითვალისწინებთ დაკავების ორდერს, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოსცა“ - აცხადებს სპიკერი.

„უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი და მოლაპარაკებების გზით მოგვარება, კვლავ რჩება სამხრეთ აფრიკის სურვილად“ - აცხადებს სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის პრესსპიკერი.

XS
SM
MD
LG