ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ექსპორტის 58% დსთ-ს ქვეყნებზე მოდის


ქართული ღვინის მაღაზია თბილისში
ქართული ღვინის მაღაზია თბილისში

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ექსპორტის ნახევარზე მეტი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) მიდის.

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს მთლიანი ექსპორტის 58%, ანუ 532 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა დსთ-ს ბაზარზე. წინა წელთან შედარებით, დსთ-ში ექსპორტი 202 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის 43,4% გავიდა დსთ-ში.

დსთ-ს ქვეყნებთან საგარეო ვაჭრობის ზრდის პარალელურად მცირდება ექსპორტი ევროკავშირში. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს მთლიან ექსპორტსა და იმპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი 20,9% იყო, 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ეს მაჩვენებელი 12,7%-მდე შემცირდა.

10,6%-ითაა შემცირებული ადგილობრივი ექსპორტის წილიც მთლიან ექსპორტში. საქსტატის მონაცემებით, მთლიან ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი 54.3% პროცენტს შეადგენს.

2023 წლის დასაწყისში საქართველოდან გასული უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ხუთეულში იყო მსუბუქი ავტომობილები, სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, ღვინო და სპირტიანი სასმელები.

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სიის სათავეში არიან სომხეთი, რუსეთი და ჩინეთი.

ფოტო: www.geostat.ge
ფოტო: www.geostat.ge

Facebook Forum

XS
SM
MD
LG