ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროკურორები: არსებობს „მძლავი ინდიკატორები“ რომ 2014 წელს უკრაინაში თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება პუტინმა გასცა


9 წლის შემდეგ, საერთაშორისო პროკურორები ამბობენ, რომ 2014 წელს უკრაინაში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება დიდი ალბათობით ვლადიმირ პუტინმა გასცა. პროკურორები ამბობენ, რომ არსებობს „ძლიერი ინდიკატორები“ თუმცა არა პირდაპირი მტკიცებულებები.

არასაკმარისი მტკიცებულებების გამო პროკურორებმა პუტინის და სხვა რუსი ოფიციალური პირების მიმართ სამართლებრივი დევნა ვერ დაიწყეს.

ახალი დეტალები „არასაკმარისია, ახალი ეჭვმიტანილების დევნისთვის,“ - თქვეს პროკურორებმა ჰააგაში სასამართლო პროცესის დროს. ერთ-ერთი მტკიცებულება, სავარაუდოდ, არის სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც 2014 წლით თარიღდება, სადაც რუსი ოფიციალური პირები, სავარაუდოდ, გენერლები, ამბობენ, რომ რუსი სეპარატისტებისთვის იარაღის მიწოდებას პრეზიდენტის თანხმობა სჭირდება.

კრემლის პოზიცია უცვლელია, რუსეთი უარყოფს სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებასთან რაიმე კავშირს.

სამგზავრო თვითმფრინავი MH17 უკრაინაში 2014 წელს ჩამოვარდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი 298 მგზავრი და ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით თვითმფრინავზე იერიში ხმელეთიდან „ბუკის“ სარაკეტო სისტემიდან მიტანეს, რამაც კატასტროფა გამოიწვია.

მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ადგილი საიდანაც თვითმფრინავზე იერიში მიიტანეს, რუსეთის მიერ კონტროლდებოდა, უფრო კონკრეტულად პრორუსი სეპარატისტების მიერ.

საუბარია უკრაინაში, დონეცკის რეგიონზე, რომლის ნაწილობრივი ოკუპაცია რუსეთმა 2014 წელს მოახერხა, ამავე პერიოდში მოხდა ყირიმის ანექსიაც. კრემლში ამბობენ, რომ იმ პერიოდში როცა დონეცკიდან თვითმფრინავის ჩამოგდება მოხდა, რუსული ჯარები ადგილზე არ იმყოფებოდნენ.

საერთაშორისო პროკურორები ამბობენ, რომ მათ ვერ შეძლეს მოეხდინათ კონკრეტული სამხედროების იდენტიფიცირება, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ სარაკეტო იერიშზე. თუმცა ფლობენ ინფორმაციას, რომ ეს სამხედროები რუსეთის 53-ე ბრიგადის წევრები არიან.

საქმეზე ბრალდებულია რამდენიმე პირი და სასამართლო პროცესი ჰააგაში მიმდინარეობს, არ არის გამორიცხული ახალი მტკიცებულებების აღმოჩენის შემთხევაში ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG