ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეზნიკოვი თანამდებობაზე რჩება, ზელენსკი "ჭორების" გავრცელების შეწყვეტისკენ მოუწოდებს


ოლექსი რეზნიკოვი - უკრაინის თავდაცვის მინისტრი
ოლექსი რეზნიკოვი - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

ვოლოდმირ ზელენსკიმ დღეს, 7 თებერვალს, თანამებრძოლებს მოუწოდა, "არ გაავრცელონ ჭორები ან სხვა ფსევდო-ინფორმაცია", რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ომში მყოფი ქვეყნის ერთობას უთხრის ძირს. პარალამენტისადმი გაკეთებულ მიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტი შეეცადა შეეწყვიტა სპეკულაციები თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის გადაყენების თაობაზე.

ზელენსკის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებების თაობაზე განცხადების გაკეთება მხოლოდ პრეზიდენტს შეულია. "მადლობას ვუხდი ყველას, ვინც თავს იკავებს რაიმე ჭორების ან სხვა ფსევდო-ინფორმაციის გავრცელებას, რასაც უკრაინის გამარჯვებისათვის ჩვენი ხალხის მუშაობაში ყურადღების შესუსტება შეუძლია" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

დავით არახამიამ, ზელენსკის "სახალხო პარტიის" ფრაქციის ლიდერმა კვირას, 5 თებერვალს თქვა, რომ ოლექსი რეზნიკოვს, მოქმედ თავდაცვის მინისტრს პოსტზე სამხედრო დაზვერვის მეთაური, კირილო ბუდანოვი შეცვლიდა. მისივე თქმით, რეზნიკოვი სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი უნდა გამხდარიყო. არახამიამ ეს ყოველივე "ტელეგრამზე" ომის საჭიროებით ახსნა: "ომი საკადრო პოლიტიკაში ცვლილებებს გვკარნახობს" - დაწერა მან.

კვირასვე, რეზნიკოვმა თქვა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მისთვის არაფერი უცნობებიათ. უკრაინის თვდაცვის მინისტრმა მაშინ ისიც თქვა, რომ მრეწველობის მინისტრის პოსტის შეთავაზების შემთხვევაში, გამოუცდელობის გამო, ამაზე უარს იტყოდა.

6 თებერვალს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა, სხვა პოლიტიკოსებმა კი რეზნიკოვი საჯაროდ დაიცვეს, არახამიამ როგორც ჩანს, უკან დაიხია და დაწერა, რომ ამ კვირაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები აღარ მოხდება.

რეზნიკოვმა დღეს სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ის კვლავ პოსტზე იმყოფება. "მადლობა მთელი თქვენი მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც კონსტრუქციული კრიტიკისთვის. ჩვენ დასკვნებს გავაკეთებთ. რეფორმებს გავაგრძელებთ, ომის დროშიც კი. ჩვენ განვამტკიცებთ თავდაცვას და ვიმუშავებთ გამარჯვებაზე" - დაწერა მან.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG