ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა და ირანმა სანქციების დასაძლევად, საბანკო სისტემები გააერთიანეს


მოსკოვი და თეირანი საბანკო კომუნიკაციის და გადარიცხვების ერთიან სისტემას ქმნიან. დასავლეთის სანქციების პირისპირ მყოფი რუსეთის და ირანის ეს ნაბიჯი, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის და ფინანსური ტრანზაქციების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. განცხადება ორშაბათს, 30 იანვარს, ირანის ცენტრალური ბანკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა.

"ირანულ ბანკებს "სვიფტი" აღარ ესაჭიროება" - განაცხადა ირანულ სააგენტო "ფარსთან" მოჰსენ ქარიმიმ. ის ირანის ცენტრალური ბანკის მმართველის მოადგილეა. მისი თქმით, ახალ ფინანსურ სისტემაში "დაახლოებით 700 რუსული ბანკი და 13 ქვეყნის 106 სხვადასხვა ბანკი გაერთიანდება". კონკრეტული ქვეყნები და ბანკები ქარიმის არ დაუსახელებია.

რუსეთის ცენტრალური ბანკი ამ საკითხზე კომენტარს ჯერ არ აკეთებს. რუსეთის საბანკო სისტემას საერთასორისო შეზღუდვები მას შემდეგ დაუწესდა, რაც მოსკოვმა უკრაინაში დაახლოებით ერთი წლის წინ, ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

შეერთებულმა შტატებმა ირანზე სანქციები 2018 წლიდან განაახლა. მაშინ ქვეყნის სათავეში მყოფმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანი არღვევდა 2015 წელს დადებულ ბირთვულ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც, ირანს სანქციები ბირთვული პროგრამების შეზღუდვის სანაცვლოდ მოუხსნეს. ამერიკამ საერთაშორისო შეთანხმება დატოვა. სანქციების განახლების შედეგად კი ირანის ისლამური რესპუბლიკა "სვიფტიდან" გაირიცხა, რაც საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების საკვანძო სისტემას წარმოადგენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG