ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანს "რამდენიმე ბირთვული იარაღისთვის საკმარისი" მასალა აქვს - გროსი


რაფაელ გროსი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი.
რაფაელ გროსი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი.

გაეროს ბირთვული ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მომდევნო თვეში, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლების იმედით, ირანს ეწვევა.

რაფაელ გროსი სამშაბათს, ბრიუსელში, ევროპარლამენტის წინაშე წარსდგა. უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მან თქვა, რომ ირანმა 60%-მდე გამდიდრებული, 70 კგ ურანი დააგროვა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ ეს ბირთვული მასალა, „რამდენიმე ბირთვული იარაღისთვისაა საკმარისი.“

ბირთვული იარაღის დამზადების ზღურბლად, ურანის 90% იანი სისუფთავე ითვლება. მაგრამ, კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, გროსიმ თქვა, რომ ირანის გამდიდრებული ურანის უზარმაზარი მარაგი არ ნიშნავს, რომ მას ბირთვული იარაღი აქვს.

მან ასევე თქვა, რომ სააგენტო ირანის ბირთვულ პროგრამას მონიტორინგს ვეღარ უწევს, რადგან რეჟიმმა ბირთვულ ობიექტებზე დამონტაჟებული სააგენტოს 27 კამერა გათიშა.

ირანმა და ექვსმა მსოფლიო ძალამ, მათ შორის ბრიტანეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა, ხელი მოაწერა ერთობლივ სამოქმედო გეგმას, რომელიც ამერიკული და საერთაშორისო სანქციებიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, ირანის ბირთვულ პროგრმას ზღუდავდა.

შეერთებულმა შტატებმა შეთანხმება 2018 წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დატოვა. ტრამპი მიიჩნევდა, რომ გეგმა არაეფექტური იყო და ირანის წინააღმდეგ, ე.წ. „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანია წამოიწყო. კამპანიამ, მსოფლიო ბაზარზე, ირანის ნავთობის გაყიდვა შეზღუდა.

ხელმომწერებმა, თავდაპირველი პაქტის განახლების მიზნით, 2021 წლიდან მოყოლებული, რამდენიმე მოლაპარაკება გამართეს.

რა არის "ბინძური ბომბი" და როგორ მუშაობს ის?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:49 0:00
XS
SM
MD
LG