ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ქაბულის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო


ორშაბათს, 2 იანვარს, დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო პასუხისმგებლობა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თალიბანის ძალებზე მომხდარ თავდასხმაში.

ტერორიტისტულმა ჯგუფმა სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე" განაცხადა, რომ კვირას მომხდარი თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა.

ამ რაოდენობით დაღუპულებს ქაბული არ ადასტურებს, თუმცა თალიბანის მიერ მართულმა ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ სამხედრო აეროპორტთან მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა ოფიციალური რიცხვი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ქაბულში რამდენიმე გახმაურებულ იერიშზე აიღო პასუხისმგებლობა, მათ შორის - სასტუმროზე მომხდარ თავდასხმაზე, რომელიც ემსახურება ჩინელ ბიზნესმენებს და სროლაზე პაკისტანის საელჩოში. ისლამაბადმა ეს უკანასკნელი შეაფასა, როგორც მისი ელჩის მკვლელობის მცდელობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG