ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო: უკრაინაში ომის შედეგად 7 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული


გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი კომისრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო, დაჭრილი ან მოკლულია 18 000-მდე ადამიანი. გაეროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში მოკლულია 6 884 მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო დაჭრილია 10 947 უკრაინელი.

დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში 4 000-ზე მეტი მოქალაქეა დაღუპული, 5 600-ზე მეტი კი - დაჭრილი. უკრაინის მთავრობის კონტროლიტრბად ტერიტორიაზე ამ რეგიონებში 7 579 ადამიანის სიკვდილია აღრიცხული, რუსეთის ჯარების ან მათთან დაკავშირებული ძალების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე კი 483 მოქალაქის სიკვდილი და 1 633 ადამიანის დაშავებაა აღრიცხული.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მოკლულთა და დაჭრილთა რიცხვი გაცილებით მეტია, თუმცა ფრონტის ხაზიდან სანდო ინფორმაციის მიღება რთულია. გაეროში ამბობენ, რომ ახლანდელი ინფორმაციის მიხედვით, მოკლულებს შორის 429 ბავშვია.

მხოლოდ დეკემბრის 26 დღის განმავლობაში გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უმარლესი კომისრის ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინაში 165 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 516 კი - დაჭრეს.

XS
SM
MD
LG