პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი ახლო დამხმარე და თანაშემწე, სამხრეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ კონტროლირებად, ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურს ეწვია. ვიზიტის შესახებ, რეგიონში რუსეთის დანიშნული, ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა.
ვლადიმერ როგოვი, რუსეთის მიერ დანიშნული ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენელი ამბობს, რომ სერგეი კირიენკომ, რომელიც რუსეთის შიდა პოლიტიკის ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი და იქამდე, ქვეყნის ბირთვულ კორპორაციასაც ხელმძღვანელობდა, "ქარხნის უსაფრთხოება შეაფასა".
„სერგეი კირიენკო ეწვია ატომურ ელექტროსადგურს - მან შეამოწმა ობიექტის უსაფრთხოება და „როსატომის" თანამშრომლების სამუშაო პირობები“, - დაწერა როგოვმა Telegram-ზე.
როგოვის მიერ გამოქვეყნებულ სურათზე კირიენკო ქარხნის გარეთ დგას. ბოლო თვეების განმავლობაში, ატომური სადგური არაერთხელ მოექცა საჰაერო იერიშის ცენტრში. დაბომბვაში კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ობიექტს რუსული სპეციალური სამხედრო ნაწილები იცავს და ადგილზე რუსი ბირთვული სპეციალისტები მუშაობენ. უკრაინელი თანამშრომლები სადგურზე კვლავ მუშაობენ.
ევროპის უდიდესი ელექტროსადგური რუსულმა ჯარმა თებერვალში უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაიკავა. საბჭოთა დაპროექტების სადგურში რეაქტორები დაიხურა, მაგრამ არსებობს რისკი, რომ ბირთვული საწვავი გადახურდეს, თუ ელექტროსადგურის გამაგრილებელი სისტემების ელექტრომომარაგება შეწყდება. სადგური რუსეთის ძალების მიერ მისი დაკავების შემდეგ არაერთხელ აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, როცა მისი ფუნქციონირება სარეზერვო გენერატორებით გახდა საჭირო.
გრძელდება მუშაობა, რომ ბირთვული ავარიის ან კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, სააგენტოს გარშემო უსაფრთხოების ზონა შეიქმნას. ამ შეთანხმების მისაღწევად გაეროს საერთაშორისო ბირთვული სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობენ, თუმცა ამ დრომდე ამ საკითხზე მოლაპარაკება ვერ ხერხდება.
Facebook Forum