რუსეთის შორ რადიუსზე მოქმედი საჰაერო ძალები ახალი, ჰიპერბგერითი რაკეტებით აღიჭურვება. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი" ორშაბათს, 26 დეკემბერს, რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შორი დისტანციის ავიაციის ინტერესებიდან გამომდინარე, საავიაციო იარაღის მთელი დიაპაზონის, მათ შორის ახალი საკრუიზო ჰიპერბგერითი რაკეტების შემუშავება და მიწოდება ხორციელდება“, - თქვა რუსეთის ჯარების მეთაურმა სერგეი კობილაშმა. მან ინტერვიუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაზეთს მისცა.
რუსეთის შორი მანძილის რადიუსზე მოქმედი ბომბდამშენების ფლოტი ქვეყნის ბირთვული ტრიადის ნაწილია და შეუძლია როგორც ბირთვული, ისე ჩვეულებრივი რაკეტების გაშვება.
.