ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კამალა ჰარისი აზიელ ლიდერებს რეგიონით აშშ-ის ინტერესს უდასტურებს


კამალა ჰარისი, ბანგკოკი, 18 ნოემბერი, 2022 წელი
კამალა ჰარისი, ბანგკოკი, 18 ნოემბერი, 2022 წელი

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი აზიელ პარტნიორებს არწმუნებს, რომ ამერიკის ჩართულობა რეგიონში არ შემცირდება და ვაშინგტონი ამ ქვეყნების ეკონომიკური კეთილდღეობისა და განვითარების საქმეში სანდო ეკონომიკურ პარტნიორეად დარჩება.

კამალა ჰარისი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს ესწრება, სადაც ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკა არსებითადაა დაინტერესებული, რომ ეს რეგიონი იყოს ღია, ურთიერთდაკავშირებული, აყვავებული, უსაფრთხო და გამძლე.

"ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკის მიმართ, ხაგრძლივად უცვლელია. ის ითვლება და იზომება არა წლებით, არამედ - ათწლეულებითა და თაობებით" - განაცხადა ჰარისმა. მისი თქმით, "რეგიონისთვისაც ამერიკაზე უკეთესი ეკონომიკური პარტნიორი არ არსებობს".

კამალა ჰარისის სიტყვით გამოსვლა ცოტა ხნით შეყოვნდა, რადგან ვიცე-პრეზიდენტს ჩრდილოეთ კორეის მიერ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გასროლის შესახებ აცნობეს. რაკეტა იაპონიის ტერიტორიულ წყლებში ჩავარდა. ამის შემდეგ იაპონიის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და კანადის წარმომადგენლები ერთმანეთს საგანგებოდ შეხვდნენ. ჯგუფის წევრებისადმი მიმართვისას ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა სარაკეტო გამოცდას გაეროს უსაფრთხოების რეზოლუციების უხეში დარღვევა უწოდა. ეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით სტაბილურობას უქმნის საფრთხეს და არასაჭირო დაძაბულობას იწვევს - აცხადებს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი. "ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ამ ქმედებებს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, შეწყვიტოს უკანონო, დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები", - თქვა ჰარისმა.

XS
SM
MD
LG